Accentnews.ge
ბათუმის ტექნოპარკში სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა

ბათუმის ტექნოპარკში სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა

09/06/2021 06:01:36 საზოგადოება

ბათუმის ტექნოპარკში ბათუმის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტექნოპარკის საქმიანობის შესახებ, ასევე, მიმდინარე ტრენინგები და დაგეგმილი სიახლეები პირადად გააცნო ტექნოპარკის მენეჯერმა ქეთევან ბულისკირიამ.

ფაბლაბის თანამედროვე დანადგარების ფუნქციებისა შესახებ მიღებული ინფორმაცია ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

"ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას ვისაც აქვს სურვილი გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, აქვს იდეები, გეგმები, მოსაზრებები, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია და მათი ჩართულობა საჭიროა ჩვენი რეგიონისთვის და მომავალი წარმატებისთვის. ჩვენ ტექნოპარკთან, ბათუმის უნივერსიტეტთან და ახალგაზრდობის რეგიონალურ ცენტრთან ერთად მხარს დავუჭერთ ყველა ახალ ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე და ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე“, - განაცხადა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S