სლოვენია საზღვრებს "სინოვაკითა" და "სინოფარმით" აცრილებსაც უხსნის
08/06/2021 16:32:30 მსოფლიო
სლოვენიის მთავრობამ საზღვრები გახსნა მათთვის, ვისაც ჩინური "სინოვაკისა" და "სინოფარმის" ვაქცინა აქვს გაკეთებული. ქვეყანა საზღვრებს ხსნის საქართველოში აქამდე გამოყენებული სხვა ვაქცინებით აცრილებისთვისაც, მათ შორის, "ასტრაზენეკითა" და "ფაიზერით".
სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში შესვლისათვის საჭირო ახალი მოთხოვნები გასულ კვირას შეიმუშავა. ახალი წესებით, ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილ მოგზაურებს სლოვენიაში კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
უფრო დეტალურად, სლოვენია საზღვრებს გახსნის მათთვის:
ვისთვისაც 7 დღე იქნება გასული ფაიზერის მეორე დოზის გაკეთებიდან;მინიმუმ
- 14 დღე იქნება გასული მოდერნას 2 დოზიდან;მინიმუმ
- 21 დღე იქნება გასული ასტრაზენეკას მეორე დოზის გაკეთებიდან;მინიმუმ
- 14 დღე იქნება გასული ჯონსონი & ჯონსონის ვაქცინის მიღებიდან. ასევე,
- 14 დღე იქნება გასული რუსული ვაქცინა "სპუტნიკის" მიღებიდან.
- სულ მცირე, 14 დღე იქნება გასული ჩინური სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინის დოზების მიღებიდან.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.


