Accentnews.ge
მაკრონს სილა გააწნეს [ვიდეო]

მაკრონს სილა გააწნეს [ვიდეო]

08/06/2021 15:21:07 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უცნობმა პირმა სახეში სილა გააწნა,– იუწყება „როიტერი“.

ირკვევა, რომ ინციდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, დრომის რეგიონში მოხდა, როდესაც პრეზიდენტი პანდემიის შემდეგ ცხოვრების ნორმალიზების შესახებ სტუდენტებსა და რესტორატორებს ხვდებოდა. პრეზიდენტმა ერთ–ერთ მოქალაქეს ხელი გაუწონა, მან კი დაიძახა „ძირს მაკრონი!“ და პრეზიდენტს სილა გააწნა.

სიტუაციის განმუხტვა პრეზიდენტის დაცვამ სცადა და მამაკაცი დააკავეს.

ადგლობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.

მომხდარს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი გამოეხმაურა და ინციდენტს დემოკრატიის შეურაცხყოფა უწოდა.

პირი, რომელმაც მაკრონს გაარტყა, იდენტიფიცირებული არ არის, უცნობია მისი ქმედების მოტივიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S