რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ
08/06/2021 11:07:16 საზოგადოება
მხატვარს, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მწერალ რეზო გაბრიაძეს ხუთშაბათს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 8 და 9 ივნისს, 16:00-დან 20:00 საათამდე მარიონეტების თეატრში.
რეზო გაბრიაძეს ანჩისხატის ეკლესიიდან გამოასვენებენ.
84 წლის რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. მას ეკუთვნის პიესები ”ფეოლა”, ”ხანუმა პარიზში”; საკუთარი სცენარების მიხედვით აქვს დადგმული სპექტაკლები: ”ალფრედი და ვიოლეტა” (1982), ”მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” (1982), ”ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა” (1983), ”სტალინგრადის ბრძოლა” (1996).
მისი სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმებს შორისაა "არ იდარდო" (1968), "არაჩვეულებრივი გამოფენა" (1968), "ფეოლა" (1970), "ქვევრი" (1970), "შერეკილები" (1973), "მიმინო" (1977), "ქინ-ძა-ძა" (1986).


