Accentnews.ge
გაბუნია – "კომენდანტის საათის" მოხსნაზე: "ამ თვეში სიფრთხილე გვმართებს"

გაბუნია – "კომენდანტის საათის" მოხსნაზე: "ამ თვეში სიფრთხილე გვმართებს"

08/06/2021 09:27:21 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "კომენდანტის საათის" მოხსნაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე თვეში "სიფრთხილე გვმართებს".

"რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. შევხედავთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიური სურათი როგორ განვითარდება. ამასთან ერთად, როგორც ვხედავთ, ვაქცინირებულების რაოდენობაც იმატებს და ეს ბალანსი მოგვცემს იმ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, რამდენად გვექნება რესურსი ღამით შეზღუდვის მოხსნის. ჯერ–ჯერობით, ამ თვეში მაინც სიფრთხილე გვმართებს, რადგან დღეს ვხედავთ 1 000-ზე მეტი შემთხვევაა, შაბათ-კვირის ეფექტია, თუმცა უნდა ვნახოთ სტაბილური, ცოტა უფრო აქტიური კლება", – აცხადებს გაბუნია.

ამჟამად საქართველოში გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 11 საათიდან დილის 4 საათამდე მოქმედებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S