"18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის “ასტრაზენეკას” გარდა, ყველა ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება"
08/06/2021 09:31:04 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის “ასტრაზენეკას” გარდა, ყველა ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება.
“ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასევე დარჩება მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში იქნება ეს “ფაიზერი”, “მოდერნა” თუ “ნოვავაქსი”. შეზღუდვა შეეხება “ასტრაზენეკას”, რომელიც 45 წლის ზემოთაა მხოლოდ რეკომენდებული, რაც ჯერ–ჯერობით ასევე დარჩება, თუ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნა მოწოდებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ”, – აცხადებს გაბუნია.
ამჟამად საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ “ასტრაზენეკასა” და “სინოვაკის” ვაქცინები. “ფაიზერისა” და “სინოფარმის” მარაგები ამოწურულია და ამ ვაქცინებით ის მოქალაქეები იცრებიან, რომლებმაც პირველი ინექცია უკვე გაიკეთეს.


