Accentnews.ge
"ხანდაზმულების ბინაზე ვაქცინაცია დავიწყეთ"

"ხანდაზმულების ბინაზე ვაქცინაცია დავიწყეთ"

08/06/2021 09:26:58 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ხანდაზმულების ბინაზე ვაქცინაცია პროცესი დაიწყო.

მისი თქმით, გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია ხანდაზმულთა თავშესაფარში მყოფ პირებში.

"დღეს გარკვეულწილად არის მეტი აქტივობა ახალგაზრდებსა და ესენციურ ჯგუფებში და არა ხანდაზმულებში. ხანდაზმულებში ჩვენ გვაქვს მეტად მიზანმიმართული აქტივობები ხანდაზმულთა თავშესაფრებსა და ხანდაზმულთა სახლებში მყოფ პირებში, აქ ვაქცინაცია აქტიურია და თითქმის სრული მოცვა არის მიღწეული ზოგიერთ დაწესებულებაში. ასევე, დავიწყეთ ბინაზე ხანდაზმულების ვაქცინაციის პროგრამა და ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან უფრო აქტიური გახდება, სამინისტროს დაუკავშირდნენ ხანდაზმულები, რომლებიც ბინაზე არიან და სჭირდებათ ვაქცინაციის პროგრამა", - განაცხადა გაბუნიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S