![ხულოში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა, არის მსხვერპლი [ფოტო]](https://www.accentnews.ge/storage/files/3997.jpg)
ხულოში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა, არის მსხვერპლი [ფოტო]
22/07/2019 07:15:38 სხვა, სამართალი
ხულოში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი მგზავრი კი დაშავდა. დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჯერ უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.