Accentnews.ge
"თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ამცრელი სივრცეები მოეწყობა"

"თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ამცრელი სივრცეები მოეწყობა"

08/06/2021 09:23:51 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დიდი ამცრელი სივრცეების შექმნა იგეგმება.

მისივე განმარტებით, თბილისში ეს სივრცეები შესაძლოა, იყოს "ექსპო ჯორჯიას" პავილიონებში, მოლებსა და სპორტულ დაწესებულებებში.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ივლისიდან ყველას უნდა ჰქონდეს ინტენსიური ვაქცინაციის საშუალება.

"ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ სამი ან ოთხი, ხოლო დანარჩენ ქალაქებში - თითო-თითო. მაგალითად თბილისში აქტიურად ვმუშაობთ ექსპო ჯორჯიას პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ჰუალინგის ცენტრთან, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ ამ ტიპის ცენტრები იქნეს გაშლილი, რათა ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს იქნება როგორც წინასწარი დაჯავშნით, ისევე ცოცხალი რიგებით:, - განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S