Accentnews.ge
"ივლისიდან ოქტომბრამდე ვაქცინის 3 200 000-ზე მეტ დოზას მივიღებთ"

"ივლისიდან ოქტომბრამდე ვაქცინის 3 200 000-ზე მეტ დოზას მივიღებთ"

08/06/2021 09:16:42 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 3 200 000 დოზას მიიღებს.

"სამიზნე მაჩვენებელზე რომ გავიდეთ, ივლისიდან გვჭირდება დაახლოებით 20-25 000 აცრა ყოველდღიურად და ამისთვის ვემზადებით. ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს დადასტურება, რომ ივლისი-აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით, ვაქცინის 3 მილიონ 200 ათასზე მეტ დოზას. ანუ ჩვენ შეგვეძლება ე.წ მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. მე ხშირად ვამბობდი, რომ მასობრივ ვაქცინაციას დავიწყებთ მაშინ, როცა გარანტირებულად, ყველა თვის დასაწყისში საწყობებში ვაქცინის, სულ მცირე, ნახევარი მილიონი დოზა გვექნება", – აცხადებს გამყრელიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S