Accentnews.ge
"ახალ შტამებზე საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს"

"ახალ შტამებზე საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს"

08/06/2021 09:11:36 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირველი ივნისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შტამების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა, თუმცა საეჭვო შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს.

"სავარაუდო ფაქტებს ვიკვლევთ – როდესაც ხდება ეჭვის მიტანა სხვადასხვა შტამზე, მიმდინარეობს მათი შემდგომი სეკვენირება. 5+1-ის შემდეგ აღარ დადასტურებულა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების 5 შემთხვევა 27 მაისს გამოვლინდა. ამასთან, პირველ ივნისს ქვეყანაში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S