"საქართველოში ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია"
08/06/2021 09:08:46 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი, ერთი დოზით კი - 130 000.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რამდენიმე დღეში დაიწყება "სინოვაკის" მეორე დოზაზე რეგისტრაცია.
"ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. "სინოფარმის" მეორე დოზებით ხდება ვაქცინაცია და "სინოვაკის" პირველი დოზებით. ასევე, რამდენიმე დღეში იგეგმება, რომ დაიწყოს "სინოვაკის" მეორე დოზებზე რეგისტრაციის პროცესი იმისთვის, რომ მოქალაქეები, რომლებიც აცრილები არიან ერთი დოზით, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა მეორე დოზაზე", - განაცხადა გაბუნიამ.


