Accentnews.ge
"კარვების ქალაქი" იქნება მანამ, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები"

"კარვების ქალაქი" იქნება მანამ, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები"

08/06/2021 07:32:59 პოლიტიკა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ "კარვების ქალაქი" იქნება მანამ, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

"კარვების ქალაქი იქნება მანამ, ვიდრე არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, სანამ თერმირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის კითხვას არ გაეცემა პასუხი, სანამ არ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გარეთ იყოს ის ბრძოლა, როგორც საჭიროა და ვიმედოვნებ, პარლამენტშიც იქნება ძალიან აქტიური ბრძოლა, რომ მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს", – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში მყოფი აქტივისტები თვეებია, საპარლამენტო არჩვენების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი ვადამდელი არჩვენების დანიშვნასა და მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვენ. მათი ნაწილი ენმ–ის გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლის თაობაზე აკრიტიკებს.

"ბოიკოტის ხაზი უნდა გაეგრძლებინათ და ქუჩის პროტესტს შეერთებოდნენ", – აცხადებს აქტივისტების ნაწილი.

ცნობისთვის: დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამით პარტიის 7-თვიანი ბოიკოტი დასრულდება.

იხილეთ ასევე: საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დააკვირდებიან "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ აშლის თუ არა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S