Accentnews.ge
"დავაკვირდებით "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ აშლის თუ არა"

"დავაკვირდებით "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ აშლის თუ არა"

08/06/2021 05:48:45 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დააკვირდებიან "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ აშლის თუ არა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ პარტიამ პარლამენტში "დესტრუქცია" გააგრძელოს.

"ნაციონალური მოძრაობა" უარს ამბობს 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე, ანუ უარს ეუბნება ევროპულ და ამერიკულ გზას საქართველოს დემოკრატიის განვითარების და მიდის დესტაბილიზაციისკენ. მოსალოდნელია, რომ პარლამენტშიც იგივე დესტრუქცია იქნება გადმოტანილი. დავაკვირდებით, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აშლიან თუ არა. საინტერესოა, ესეც ნიშანი იქნება აპირებენ თუ არა ისინი დემოკრატიულად თანამშრომლობას, თუ ისევ დესტრუქციაზე იქნებიან"– განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამით, პარტიის 7-თვიანი ბოიკოტი დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S