Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

08/06/2021 06:49:01 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 023 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 510 პირი გამოჯანმრთელდა, 17 პირი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 29 517 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 585, „პისიარ“ ტესტით – 7 932.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 2,81%, ბოლო შვიდი დღის – 2,92%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა,
  • აჭარა - 78,
  • იმერეთი - 90,
  • ქვემო ქართლი - 46,
  • შიდა ქართლი - 30,
  • გურია - 34,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108,
  • კახეთი - 54,
  • მცხეთა-მთიანეთი - 9,
  • სამცხე-ჯავახეთი - 10,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422 საიდანაც: 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 887, აჭარაში - 317, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 731 პირი, მათ შორის, თბილისში - 349, აჭარაში - 86, იმერეთში -134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 10. 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 385 - თბილისში, 222- აჭარაში. 6 454 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 0.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 062 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 657, პირი, აჭარაში - 2 048, იმერეთში - 1 187.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 350 428 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 335 029 პირი გამოჯანმრთელდა, 4 951 პაციენტი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 178 738 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 455.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S