
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენი და ერდოღანი ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად განსხვავებულ პოზიციებს განიხილავენ
08/06/2021 05:26:12 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად განსხვავებულ პოზიციებს განიხილავენ.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის საკითხს, სირიისა და ირანის თემებს, ასევე, თუ რა როლს შეასრულებს თურქეთი ავღანეთში მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალები ქვეყანას დატოვებენ.
„პრეზიდენტი ბაიდენი ერდოღანს ძალიან კარგად იცნობს. მათ საკმაოდ ბევრი დრო აქვთ გატარებული ერთად და ვფიქრობ, ორივე ელოდება საქმიან შესაძლებლობას, რათა სრულად განიხილონ ურთიერთობები“, – განაცხადა სალივანმა.
ბაიდენისა და ერდოღანის შეხვედრა ბრიუსელში 14 ივნისს, ნატო-ს სამიტის ფარგლებშია დაგეგმილი.