Accentnews.ge
ბაიდენმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

ბაიდენმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია

07/06/2021 19:39:04 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბადენმა უკრაინელი კოლეგა ვლადიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

"დღეს ბაიდენმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ სურს, უკრაინელ კოლეგას ამ ზაფხულს თეთრ სახლში უმასპინძლოს. ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინის სუვერენიტეტს მტკიცედ დაუჭერს მხარს", – აცახდებს სალივანი.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი ზელენსკიმ თავად გამოთქვა.

უკრაინის ლიდერის თქმით, იგი იმედგაცრუებულია აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, არ შემოიღოს სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ. უკრაინის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს ბაიდენს „ნებისმიერ დროს და პლანეტის ნებისმიერ წერტილში“, რათა დაარწმუნოს, რომ გაზსადენის მშენებლობა შეაჩეროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S