Accentnews.ge
პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში ბირთვულ შეიარაღებაზე 1,4 მლრდ დოლარით მეტი დაიხარჯა

პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში ბირთვულ შეიარაღებაზე 1,4 მლრდ დოლარით მეტი დაიხარჯა

07/06/2021 19:26:28 მსოფლიო

პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში ბირთვულ შეიარაღებაზე 2020 წელს 1,4 მლრდ დოლარით მეტი დაიხარჯა, ვიდრე – 2019 წელს. ამის შესახებ "ბირთვული იარაღის აკრძალვის მომხრე საერთაშორისო ორგანიზაციის" (ICAN) მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

ICAN-ის ცნობით, 2020 წელს შვიდმა სახელმწიფომ ჯამში 72,6 მლრდ დოლარი დახარჯა ბირთვულ შეიარაღებაზე.

„იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში საავადმყოფოები გადატვირთული იყო პაციენტებით, ექიმები და მედდები ზეგანაკვეთურად შრომობდნენ და სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი იყო, 9 ქვეყანამ აღმოაჩინა, რომ მათ 72 მილიარდ დოლარზე მეტი მოეპოვებათ მასობრივი განადგურების იარაღისთვის“, - ნათქვამია ICAN–ის კვლევაში.

მისი მონაცემებით, 2020 წელს აშშ-მა ყველაზე მეტი –37,4 მილიარდი დოლარი დახარჯა თავის ბირთვული არსენალზე, ჩინეთმა–დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარი, რუსეთმა - 8 მილიარდი, დიდმა ბრიტანეთმა – 6.2 მილიარდი დოლარი, საფრანგეთმა – 5.7 მილიარდი დოლარი, ინდოეთმა –1 მლრდ დოლარი, ისრაელმა – 1 მლრდ დოლარი, პაკისტანმა –1 მლრდ დოლარი და ჩრდილოეთ კორემა 667მლნ დოლარი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S