Accentnews.ge
აშშ-ის FDA-მ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ის FDA-მ ალცჰაიმერის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა

07/06/2021 18:19:01 მსოფლიო

აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცა.

კომპანია „ბიოგენის“ მიერ წარმოებული მედიკამენტი „ადუკანუმაბი“ ებრძვის ალცჰაიმერის გამომწვევ ძირითად მიზეზებს და არა მის სიმპტომებს.

"არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება იმისა, რომ „ადუკანუმაბი“ ამცირებს ბეტა ამილოიდურ დაფებს თავის ტვინში და მეტად სავარაუდოა, რომ მან მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს პაციენტებს", –აცხადებენ FDA–ში.

მსოფლიოში ალცჰაიმერით სავარაუდოდ, 30 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული, რომელთა უმრვლესობა 65 წელს გადაცილებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S