Accentnews.ge
სახელმწიფო ინსპექტორი - ომბუდსმენზე: "ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც რეალობას უკეთესობისკენ ცვლის"

სახელმწიფო ინსპექტორი - ომბუდსმენზე: "ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც რეალობას უკეთესობისკენ ცვლის"

07/06/2021 18:10:03 საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სახალხო დამცველის ფუნქციას განმარტავს და მისდამი პატივისცემას გამოხატავს.

"სახალხო დამცველის ფუნქცია ქვეყანაში (სხვადასხვა სფეროში) ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასებაა, რომელიც ყოველთვის და ყველასთვის სასიამოვნოდ მოსასმენი ცხადია არ/ვერ იქნება. ცალკე საკითხია, რატომ უნდა ვიდგეთ სხვადასხვა მხარეს, როცა საქმე ბავშვების ინტერესებს და მათ დაცვას ეხება. არ არის მარტივი, მიიღო ისეთი გადაწყვეტილება და გააკეთო ისეთი შეფასება, რომელიც იცი რომ საზოგადოების უმრავლესობაში არ იქნება პოპულარული ან/და რომელიც შენი უწყების (და პირადად შენს) მიმართ აგრესიას გაზრდის. ჩემი პატივისცემა ყველას, ვინც სწორ დროს სწორ ადგილზე ჩნდება, მის გასაკეთებელს აკეთებს, მის სათქმელს ამბობს და რეალობას უკეთესობისკენ ცვლის!" - წერს თოლორაია სოციალურ ქსელში.

დღეს თბილისში, სახალხო დამცველის ოფისთან მეუფე სპირიდონის მხარდასაჭერად "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებისა და მოქალაქეების ნაწილმა აქცია გამართეს და ნინო ლომჯარიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S