"რიონის ხეობის მცველებმა" გზა გადაკეტეს და "ენკას" შენობის პიკეტს აწყობენ
07/06/2021 11:16:46 საზოგადოება
"რიონის ხეობის მცველებმა" ქუთაისში, "ენკას" ოფისთან გზა გადაკეტეს და კომპანიის შენობის პიკეტს აწყობენ.
"ნამახვანჰესის" აშენების მოწინააღმდეგეების თქმით, შეინიშნება ხეობაში სპეცქტენიკის გადაადგილება, რომელსაც არ აქვს "ენკას" ლოგოები, თუმცა არის ეჭვი, რომ სწორედ ასეთი მანქანებით შეაქვთ ხეობაში საჭირო მასალა.
მათი თქმით, აქცია გამაფრთხილებელი იქნება და ისინი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ თავიანთ მოთხოვნებს შეახსენებენ.
"რადგან კომპანიის სპეცტექნიკა ვერ შედის ხეობაში, ბოლო რამდენიმე დღეა, ფიქსირდება, რომ კომპანია სხვა ტექნიკას ქირაობს და ცდილობენ, ასე გააკეთონ საქმე - კომპანიის ლოგოს გარეშე გადაადგილდებიან ხეობაში", - აცხადებს "რიონის მცველი" ვარლამ გოლეთიანი.


