თურნავა: "საქართველოში OmanAir და EuroWings იფრენენ"
07/06/2021 08:45:42 ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში ორი ახალი ავია-კომპანია, OmanAir და EuroWings დაიწყებენ ფრენას.
“ჩვენს ბაზარზე შემოდიან ახალი ავიაკომპანიები. OmanAir შემოვა საქართველოში და დაიწყებს ფრენებს. ასევე, ივლისიდან დავუდასტურეთ EuroWings-ს, რომ კვირაში რამდენიმე ფრენას განახორციელებს თბილისი-დუსელდორფის მიმართულებით”, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, გარდა ახალი ავიაკომპანიებისა, საქართველოში უკვე მომუშავე კომპანიები მიმართავენ მთავრობას, რათა გაზარდონ ფრენის სიხშირეები.
“ეს, მთლიანობაში, ძალიან პოზიტიურ მოლოდინებს ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ ის პროცესი, რასაც ტურიზმის აღდგენა ჰქვია, გაგრძელდება”, –დასძინა თურნავამ.


