ოზურგეთის მიმართულებით მატარებლის მოძრაობაზე დროებითი შეზღუდვა წესდება
07/06/2021 08:29:57 საზოგადოება
თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე 9 ივნისიდან დროებითი შეზღუდვა იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი.
„კერძოდ, ოთხშაბათობით, ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი დროებით არ იმოძრავებს. შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე. „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის“,- აცხადებენ კომპანიაში.


