Accentnews.ge
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და სამი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

07/06/2021 06:49:21 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 307 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 1 014 პირი გამოჯანმრთელდა, 24 პირი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 477 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 640 PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა,
  • აჭარა - 31,
  • იმერეთი - 21,
  • ქვემო ქართლი - 20,
  • შიდა ქართლი - 3,
  • გურია - 3,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28
  • კახეთი - 14,
  • მცხეთა-მთიანეთი - 7,
  • სამცხე-ჯავახეთი - 4,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 926, საიდანაც: 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 929, აჭარაში - 328, იმერეთში - 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში - 357, აჭარაში - 89, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 10, იმერეთში - 11. 627 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 - თბილისში, 220- აჭარაში.

5 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 212, პირი, აჭარაში - 2 210, იმერეთში - 1 201.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 307 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 332 304 პირი გამოჯანმრთელდა, 4 893 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია 173 345 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 119.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S