Accentnews.ge
ნატო-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ნატო-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

07/06/2021 06:13:48 მსოფლიო

ნატო-მ ბალტიის ზღვაში რიგით 50–ე მასშტაბური სამხედრო წვრთნები "Baltic Operations" დაიწყო.

აღნიშნულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას იღებს ალიანსის 16 წევრისა და ორი პარტნიორი ქვეყნის (ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ ) 40 სამხედრო ხომალდი, 60 თვითმფრინავი და 4 000 სამხედრო მოსამსახურე.

წვრთნები დანიის სანაპიროსთან დაიწყო და 18 ივნისამდე სხვადასხვა ადგილას გაგრძელდება.

პროგრამა პირველად მოიცავს თავდაცვითი ტაქტიკის შემუშავებას კიბერშეტევებთან დაკავშირებით. დაგეგმილია სადესანტო ოპერაცია ლიეტუვის სანაპიროებთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S