Accentnews.ge
WSJ - პუტინი ერდოღანს ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებით ემუქრება

WSJ - პუტინი ერდოღანს ფრენებზე დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებით ემუქრება

07/06/2021 04:36:25 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ემუქრება, რომ მორიგ ჯერზეც გაახანგრძლივებს თურქეთის მიმართულებით ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს, – იუწყება The Wall Street Journal (WSJ).

"აპრილში თურქეთში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ერდოღანს შეხვდა. შეხვედრაზე თურქეთის ლიდერმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ პუტინი მას დაემუქრა, რომ სამომავლოდაც შეზღუდავს ფრენებს თურქეთის მიმართულებით, თუ ანკარა უარს არ იტყვის უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვასა და კიევის მხარდაჭერაზე", – წერს WSJ.

მისივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ გამოცემის კითხვაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს როგორც კრემლში, ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის: 15 აპრილიდან რუსეთმა თურქეთთან ფრენების უმეტესობა „კოვიდ-19“-ის მიზეზით შეაჩერა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, შედეგად თურქეთმა ათასობით რუსი ტურისტი დაკარგა, რომლებიც ქვეყანაში მაისის არდადეგების დროს ჩადიან. მოსკოვის მიერ დაწესებული შეზღუდვა 1 ივნისამდე მოქმედებდა, თუმცა 1 ივნისს რუსეთმა თურქეთთან ფრენების შეჩერება 21 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S