
ზელენკის პარტია ლიდერობს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც
22/07/2019 04:34:38 სხვა, მსოფლიო
საქართველოში, უკრაინის საელჩოს ტერიტორიაზე გახსნილ უბანზე გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. უკრაინის ცსკო-ს მონაცემებით, დათვლილია ბიულეტენების 100 პროცენტი და ხმების 35 პროცენტი ზელენსკის პარტიამ მიიღო. პარტია ლიდერობს სომხეთში 47 პროცენტით და აზერბაიჯანში 42 პროცენტით.
უკრაინის ცსკო-ს წინასწარი შედეგებით, უკრაინელი ემიგრანტბის უმეტესობამ არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტის პარტიას დაუჭია მხარი კერძოდ, ამ დროისთვის საზღვარგარეთ გახსნილი უბნების 94 პროცენტია დათვლილი და ზელენსკის პარტიას 29 პროცენტი აქვს, ხოლო პოროშენკოს – 28 პროცენტი.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართა. ეგზიტპოლის მონაცემებით, მეცხრე მოწვევის რადაში სულ რამდენიმე პარტია შედის: „ხალხის მსახური“, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“, „ევროპული სოლიდარობა“, „ბატკივშინა“ და „ხმა“.