საქართველოში სამ საათში სამი მიწისძვრა მოხდა
06/06/2021 19:16:26 საზოგადოება
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 21:51 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ სამებასთან (20:04 ; 20:15 საათების მიწისძვრების ეპიცენტრული ზონა) მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე ნინოწმინდასთან 11 წუთის განმავლობაში 2 მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველი ბიძგი თბილისის დროით, 20:04 საათზე, ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 23 კმ-ში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, მაგნიტუდით, 3.1 (ML).
მეორე მიწისძვრა კი 20: 15 საათზე დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 20:15 საათზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 25 კმ_ში, სოფელ სამებასთან (20:04 საათის მიწისძვრის ეპიცენტრულ ზონაში) მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


