Accentnews.ge
რუბიკის კუბებისგან შექმნილ დალაი ლამას პორტრეტს აუქციონზე გაყიდიან

რუბიკის კუბებისგან შექმნილ დალაი ლამას პორტრეტს აუქციონზე გაყიდიან

06/06/2021 18:06:00 მსოფლიო

რუბიკის კუბებისგან შექმნილ დალაი ლამას პორტრეტს აუქციონზე გაყიდიან. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

გამოცემის ცნობით, პორტრეტს აუქციონის სახლი Artcurial-ი 5 ივლისს გაყიდის. ნამუშევარი ფრანგი ქუჩის მხატვრის, ინვეიდერის მიერ არის შექმნილი. ამისთვის მან 225 რუბიკის კუბი გამოიყენა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტიბეტის სულიერი ლიდერის უჩვეულო პორტრეტი შეიძლება 365 ათას დოლარად გაიყიდოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S