Accentnews.ge
პრინც ჰარის და მეგან მარკლს გოგონა შეეძინათ

პრინც ჰარის და მეგან მარკლს გოგონა შეეძინათ

06/06/2021 17:01:59 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. ახალშობილი გოგონას სრული სახელი ლილიბეთი „ლილი“ დაიანა მოუნთბათენ-უინდზორია.

„ბიბისის“ ცნობით, ჰარის და მეგანის ქალიშვილი 4 ივნისს კალიფორნიის ქალაქ სანტა-ბარბარას სამშობიაროში დაიბადა.

წყვილის მიერ გავრცელებული განცხადებით, დედა და შვილი ჯანმრთელად არიან, თავს კარგად გრძნობენ.

როგორც წყვილი განმარტავს, გოგონას ორი სახელი შეურჩიეს. ლილიბეთი დიდი ბებიის და დაიანა – უელსის პრინცესას, ჰარის დედის საპატივსაცემოდ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S