სანზონაში მეხი ჩამოვარდა
06/06/2021 16:50:01 საზოგადოება
ძლიერი წვიმის და ჭექა-ქუხილის დროს, თბილისში, სანზონაში, მეხი ჩამოვარდა. თვითმხილველების თქმით, მეხი ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი კი, უკვე ლიკვიდირებულია.


