თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
06/06/2021 07:00:35 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 504 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 1201 პირი გამოჯანმრთელდა, 17 პირი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 18 288 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 505, „პისიარ“ ტესტით – 9 783.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური –2,76 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,92 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,99 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 258
- შემთხვევა, აჭარა - 50,
- იმერეთი - 50,
- ქვემო ქართლი - 36,
- შიდა ქართლი - 15,
- გურია - 7,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48,
- კახეთი - 24,
- მცხეთა-მთიანეთი - 8,
- სამცხე-ჯავახეთი - 8,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 657, საიდანაც: 3 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 908, აჭარაში - 328, იმერეთში - 416. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში - 354, აჭარაში - 89, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 630 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 - თბილისში, 227- აჭარაში. 6 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 25 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 25, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 824 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 212, პირი, აჭარაში - 2 210, იმერეთში - 1 201.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 349 098 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 333 505 პირი გამოჯანმრთელდა, 4 910 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია 172 216 ადამიანი, დღიურად აცრილია 4 884.


