Accentnews.ge
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა

05/06/2021 07:07:06 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 832 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 624 პირი გამოჯანმრთელდა, 17 პირი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ჩატარდა 31 409 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 617, „პისიარ“ ტესტით – 13 792.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,65 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,98 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა,
  • აჭარა - 66,
  • იმერეთი - 67,
  • ქვემო ქართლი - 65,
  • შიდა ქართლი - 28,
  • გურია - 13,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70,
  • კახეთი - 35,
  • მცხეთა-მთიანეთი - 13,
  • სამცხე-ჯავახეთი - 14,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 371, საიდანაც: 3 435 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 897, აჭარაში - 337, იმერეთში - 436. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 729 პირი, მათ შორის, თბილისში - 362, აჭარაში - 85, იმერეთში -149. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 210 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 15. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 361 - თბილისში, 231- აჭარაში. 7 317 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 4 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 822 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 939 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 231, პირი, აჭარაში - 2 314, იმერეთში - 1 502.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 348 594 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 332 304 პირი გამოჯანმრთელდა, 4 893 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია 167 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 791.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S