!["გრეის ანატომიის" ვარსკვლავი საქართველოშია [ფოტო]](https://www.accentnews.ge/storage/files/3982.jpg)
"გრეის ანატომიის" ვარსკვლავი საქართველოშია [ფოტო]
21/07/2019 21:07:57 სხვა, საზოგადოება
გრეის ანატომიის ვარსკვლავი სანდრა ო საქართველოშია. სანდრა ოს ფასანაურში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა Admiral Rafting Group-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საქართველოს პირველ არხს Admiral Rafting Group-ში განუცხადეს, რომ სანდრა ო, სამ მეგობართან ერთად, ყაზგებიდან თბილისში ბრუნდებოდა და გზად, დაახლოებით ერთი საათით მათ კაფეში გაჩერდა.
არსებული ინფორმაციით, მსახიობი ყაზბეგს, ფასანაურსა და თბილისს სტუმრობდა.
ვიზიტის შესახებ სხვა დეტალები უცნობია, თუმცა სანდრა ო-ს გუშინ, 20 ივლისს დაბადების დღე ჰქონდა და სავარაუდოდ მისი საქართველოში გატარება გადაწყვიტა.