Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "არსებობს უთანხმოებები, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, თუ რუკას შევხედავთ, ამას ნათლად გავიაზრებთ"

სტოლტენბერგი: "არსებობს უთანხმოებები, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, თუ რუკას შევხედავთ, ამას ნათლად გავიაზრებთ"

04/06/2021 17:09:09 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ არსებობს უთანხმოებები თურქეთსა და ალიანსის სხვა წევრებს შორის. თუმცა, მისი თქმით, ნატო ასევე ღია განხილვების არის პლატფორმაა, როდესაც აზრთა სხვადასხვაობა და შეშფოთებებია.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თურქეთი ალიანსის მნიშვნელოვანი მოკავშირეა.

"ნატო ეფუძნება ფუნდამენტურ ღირებულებებს, ესაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ინდივიდუალური თავისუფლება. მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ღირებულებებს და მოკავშირეებიც იმავეს აკეთებენ. თურქეთთან დაკავშირებული საკითხები ნატო–ში რამდენჯერმე განვიხილეთ. მოკავშირეებმა გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება. ვფიქრობ, რომ ნატო ასევე არის პლატფორმა ღია განხილვების, როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა და შეშფოთებები. ჩვენ ერთი მაგიდის ირგვლივ ვერთიანდებით და ღიად და გულწრფელად გამოვხატავთ აზრებსა და შეშფოთებებს. ამასთან, ვფიქრობ, უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთი არის ალიანსის მნიშვნელოვანი მოკავშირე. თუ შეხედავთ რუკას, ნათლად გაიაზრებთ თურქეთის მნიშვნელობას ნატო–სთვის. ის არის ერთადერთი ქვეყანა და ნატო–ს ერთადერთი მოკავშირე, რომელიც ესაზღვრება ერაყსა და სირიას. თურქეთის ინფრასრტრუქტურა, აეროპორტები უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო "ისლამურ სახელმწიფოს" წინააღმდეგ კოალიციის ბრძოლაში და ანკარამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის დამარცხებაში. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოკავშირე თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა სტაბილურობა იყოს ჩვენს სამხრეთ სამეზობლოში. გარდა ამისა, მას აქვს მნიშვნელოვანი როლი მიგრანტთა კრიზისში, გვაქვს საზღვაო წარმოდგენილობა... ასე რომ, არსებობს განსხვავებები და უთანხმოებები, თუმცა ნატო ამ საკითხების განხილვის პლატფორმაცაა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, ჩვენ წავიდეთ წინ. ერთ რამეს დავამატებ: თურქეთ–საბერძნეთის უთანხმოებასთან დაკავშირებით ნატო–მ შეძლო სპეციალური მექანიზმის შექმნა, რომელიც მხარეებს კომუნიკაციის საშუალებას აძლევს და რაც მთავარია, ამცირებს ინციდენტების რისკებს. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ პასუხობს ნატო განსხვავებებს მოკავშირეებს შორის", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში თურქეთს ნატო–ელ მოკავშირეებთან – საბერძნეთსა და აშშ–სთან ურთიერთობები მკვეთრად დაეძაბა. ურთიერთობა ათენსა და ანკარას შორის განსაკუთრებით გასული წლის აგვისტოში გამწვავდა, როდესაც თურქეთის ხომალდი ხმელთაშუა ზღვის სადავო ტერიტორიებში ბურღვითი სამუშაოებისთვის შევიდა. რაც შეეხება აშშ–თურქეთის ურთიერთობების გაუარესებას, აღნიშნულის მიზეზად, მათ შორის, ანკარას მიერ რუსული სარაკეტო თავდაცვითი სისტემის S-400-ების შესყიდვა სახელდება.

იხილეთ ასევე: Reuters - NATO​-მ ბელარუსის შესახებ განცხადება თურქეთის დაჟინებული მოთხოვნით შეარბილა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S