Accentnews.ge
"IRCT შოკირებულია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობებით" – ორგანიზაცია ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს

"IRCT შოკირებულია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობებით" – ორგანიზაცია ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს

04/06/2021 17:08:56 საზოგადოება

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც 76 ორგანიზაციას აერთიანებს (IRCT) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო სტანდარტების სრული გათვალისწინებით გამოიძიოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები.

"IRCT შოკირებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებული ცნობებით", - ვკითხულობთ IRCT-ის მოწოდებაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - "საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი აღწერს დაწესებულებაში არსებულ კატასტროფულ პრაქტიკებს, მათ შორის, სექსუალურ ძალადობას, საკვების არასათანადოდ უზრუნველყოფას და ბავშვებზე სისტემატურ ფიზიკურ ძალადობას"

საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო სტანდარტების სრული გათვალისწინებით გამოიძიოს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში გამოვლენილი ძალადობის შემთხვევები და სრულად უზრუნველყოს თითოეული იმ ბავშვის რეაბილიტაცია და რეპარაცია, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა:

"IRCT მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სტამბულის პროტოკოლში გაწერილი საერთაშორისო სტანდარტების სრული გათვალისწინებით, სრულად გამოიძიონ ძალადობის შემთხვევები. ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი უნდა გასამართლდეს, სახელმწიფომ კი პირდაპირი თუ ირიბი ძალადობის მსხვერპლი თითოეული ბავშვის სრული რეპარაცია და რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს".

იხილეთ ასევე: „ეს სახელმწიფოს ძვირად დაუჯდება!“ – ნინოწმინდის პანსიონიდან ვიდეოები კანონდარღვევით გავრცელდა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S