Accentnews.ge
პუტინი: „ჩრდილოეთის ნაკად 2-ით“ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს”

პუტინი: „ჩრდილოეთის ნაკად 2-ით“ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, ათ დღეში დაიწყოს”

04/06/2021 16:59:48 მსოფლიო

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2-ის“ პირველი ხაზით ბუნებრივი აირის მიწოდება შესაძლოა, დაახლოებით ათ დღეში დაიწყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის ლიდერის თქმით, „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის მზად არის, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება გერმანიის მარეგულირებელ უწყებაზე.

ამასთან, პუტინი ვარაუდობს, რომ გაზსადენის მეორე ხაზის მშენებლობა დასრულდება 1,5-2 თვეში.

მისი თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არის ევროპისთვის ეკონომიკურად მომგებიანი პროექტი, რომლის შედეგადაც ევროპის ქვეყნები გაზს უფრო იაფად მიიღებენ.

„ასჯერ ითქვა ამის შესახებ და მაინც, რაღაც სულელური პროპაგანდა ხალხს თავებს უჭედავს იმით, რომ აქ რაღაც პოლიტიკაა, ვიღაცის გვერდის ავლაა და ასე შემდეგ. ვინც ფიქრობს, რომ ეს არის ვიღაც პარაზიტების გვერდის ავლა – ეს თეზისი არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ეს მარშრუტი ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთიდან გერმანიაში უფრო მოკლეა, ვიდრე ევროპული ქვეყნების გავლით, მაგალითად, უკრაინის, სლოვაკეთის ავსტრიის. ის უფრო მოკლე და უფრო იაფია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული გაზის ევროპაში მიწოდებას უკრაინის გვერდის ავლით, ბალტიის ზღვის გავლით ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: მრავალმილიარდიანი "საჩუქარი" პუტინს თუ ნაბიჯი უკან მძიმე შეხვედრისთვის?

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S