Accentnews.ge
თენგიზ ცერცვაძე: "წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება"

თენგიზ ცერცვაძე: "წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება"

04/06/2021 16:28:31 საზოგადოება

წლის ბოლოს პანდემია პრაქტიკულად აღარ იქნება, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლის ბოლოსთვის ყველა ქვეყანაში იქნება ვირუსის ერთეული შემთხვევები.

„იქნება ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ისეთი, როგორიც შარშან გაზაფხულზე და ზაფხულში იყო, ან მეორე ტალღის შემდეგ – თებერვალ-მარტში. გვექნება მცირე რაოდენობის შემთხვევები ყველა ქვეყანაში, სადაც თუნდაც 100-პროცენტიანი ვაქცინაცია იყოს. კლინიკური სექტორი ამას იმდენად კარგად გაუმკლავდება, რომ მოსახლეობა ამას პრაქტიკულად, ვერ იგრძნობს, დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას. ეკონომიკის არნახული, 44-პროცენტიანი ზრდა მაისში უკვე დაფიქსირდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, სადღეისოდ პირბადეები რჩება ყველაზე დიდ "თავის ტკივილად":

"ამას ვერ მოვერიეთ, ამის პერსპექტივაც ცუდი გვაქვს, მოსახლეობა არ არის განწყობილი, რომ პირბადე გამოიყენოს: 40% იყო, ახლა 60%–მდე მოიმატა, ევროპის ქვეყნებში 90-95%–ია, იქაც კი, სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა 2/3–ია. ერთადერთი ისრაელმა მოხსნა, ისიც გარე სივრცეში. საქართველოსთვის პირბადეები კოვიდის სფეროში ყველაზე სერიოზულ პრობლემად დარჩება. სხვა ყველა პრობლემა ან გადაჭრილია, მხედველობაში მაქვს პაციენტების მკურნალობა და მოვლა, ან გადაიჭრება, ვგულისხმობ ვაქცინაციას. პირბადეებზე ყველა უნდა მოგვეხმაროს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S