Accentnews.ge
"კვირის აქცენტებს” დღეს მხოლოდ ეკა კვესიტაძე წაიყვანს: "ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც ნიკა გვარამიამ გვასწავლა"

"კვირის აქცენტებს” დღეს მხოლოდ ეკა კვესიტაძე წაიყვანს: "ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც ნიკა გვარამიამ გვასწავლა"

21/07/2019 14:29:10 სხვა, საზოგადოება

"რუსთავი 2"-ის გადაცემა “კვირის აქცენტებს”, რომელიც ყოველ კვირა დღეს არხის ყოფილ გენდირექტორ ნიკა გვარამიას და ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს მიჰყავდათ, დღეს მხოლოდ კვესიტაძე წაიყვანს. 

“მეგობრებო, დღეს კვირის აქცენტები იქნება. უნდა ვაღიარო, რომ ეს იქნება ჩემთვის ემოციურად ყველაზე მძიმე ეთერი – ეს გადაცემა ერთი წლის განმავლობაში მიმყავდა იმ ადამიანთან ერთად, რომელიც ჩემთვის იდეისთვის თავგანწირული ბრძოლის საუკეთესო მაგალითი იყო, ვინც მაძლევდა იმის რწმენას, რომ ჩვენ თავისუფალი მედიისთვის დაწყებულ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანდით, ვისიც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში მჯეროდა და მჯერა – დღეს ეს ადამიანი ჩემს გვერდით აღარ იქნება, თუმცა მხოლოდ სტუდიაში. მაგრამ “კვირის აქცენტების” სტუდიაში ვიქნები მე, სანამ ამ გადაცემას არ დახურავენ – რადგან დღეს თავისუფალი მედიის დაცვის ფრონტის ხაზი ისევ "რუსთავი 2"-ზე გადის – მე არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბრძოლა, რამდენი დღე, კვირა, ან შესაძლოა თვეც – მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ის არის, რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიამ ამ 7 წლის განმავლობაში გვასწავლა. და რაც მთავარია, ვიბრძოლებთ მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-ში დავმარცხდებით”, – წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება. 

 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S