ბრიტანეთის მარეგულირებელმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა
04/06/2021 11:59:47 საზოგადოება
ბრიტანეთის მარეგულირებელმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა,- იუწყება BBC.
მარეგულირებლის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია. ახლა ვაქცინაციის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ვაქცინის გამოყენება ბავშვებში.
დღემდე ბრიტანეთში ვაქცინაცია 16 წლიდან იწყება.


