Accentnews.ge
ევროკავშირი ბელარუსის ავიარეისებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

ევროკავშირი ბელარუსის ავიარეისებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს

04/06/2021 11:02:18 მსოფლიო

დღეს ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს გეგმა, რომ ბელარუსის ავიაკომპანიებს აუკრძალონ ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენა და ევროკავშირის აეროპორტებში დაშვება, განაცხადეს დიპლომატებმა. აკრძალვა ძალაში დღეიდან შევა.

გადაწყვეტილების მიზეზად 23 მაისის ინციდენტი სახელდება.

მსოფლიოს არაერთმა ავიაკომპანიამ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც 23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების საბაბით მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ხომალდის ბორტზე იმყოფებოდა ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პროტასევიჩი. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს.

ცნობილია, რომ ევროპული ავიაკომპანიებიც არ ისარგებლებენ ბელარუსის საჰაერო სივრცით. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ წევრ ქვეყნებს ასეთი რეკომენდაციით მიმართა. ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება არ არის დამტკიცებული, მაგრამ ფაქტობრივად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ავიაკომპანია იცავს მას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S