5 ივლისს "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" გამართავს
04/06/2021 10:30:02 საზოგადოება
5 ივლისს "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" გამართავს. სამომავლო გეგმებზე ორგანიზაციის წარმომადგენლები ჟურნალისტებს ესაუბრნენ.
"ღირესბის მარშის" სლოგანი იქნება "გამოდი სოლიდარობისთვის".
გარდა ამისა, "თბილისი პრაიდი" პრაიდის კვირეულის ფარგლებში გამართავს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და მუსიკალურ ფესტივალს.
"ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელწმიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა", - აცხადებენ "ღირსების მარშის" ორგანიზატორები.
"თბილისი პრაიდი" სახელმწიფოსგან მოითხოვს:
- აწარმოოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა;
- შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;
- გამოიძიოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;
- დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის იდენტობისა.


