საქსტატი - 2021 წლის I კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 9%-ით შემცირდა
04/06/2021 08:44:16 ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.0%-ით ნაკლებია. 2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 622.7 ათასი შეადგინა, 2020 წლის პირველ კვარტალში კი 684.4 იყო.
საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0% - მცირე ბიზნესზე. ამასთან, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 586.4 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 8.5% ნაკლებია.
2021 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 283.5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 56.5 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 341.9 ლარი; საშუალო ბიზნესი – 1 474.5 ლარი; მცირე ბიზნესი - 1 061.9 ლარი.
დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისი - 65.4%,
- აჭარა - 8.1%,
- იმერეთი - 6.9%,
- ქვემო ქართლი - 5.8%,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 4.0%.


