Accentnews.ge
ამინდის 5–7 ივნისის პროგნოზი

ამინდის 5–7 ივნისის პროგნოზი

04/06/2021 08:33:53 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S