თბილისი და ორი რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში ყველაზე მეტი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა
04/06/2021 07:21:35 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 779 ადამიანი დაინფიცირდა, დაავადებისგან 959 პირი გამოჯანმრთელდა, 21 პირი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 30 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 527, „პისიარ“ ტესტით – 14 499.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,59 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,06 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,9 პროცენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 401 შემთხვევა,
- აჭარა - 69,
- იმერეთი - 66,
- ქვემო ქართლი - 46,
- შიდა ქართლი - 24,
- გურია - 15,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69,
- კახეთი - 37,
- მცხეთა-მთიანეთი - 20,
- სამცხე-ჯავახეთი - 24,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 180, საიდანაც: 3 516 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 943, აჭარაში - 350, იმერეთში - 435.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 776 პირი, მათ შორის, თბილისში - 367, აჭარაში - 87, იმერეთში -143. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 12, იმერეთში - 14. 619 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 - თბილისში, 223- აჭარაში. 7 045 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0.სულ 6 ოქტომბრიდან - 3 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 812 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 592 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 083, პირი, აჭარაში - 2 330, იმერეთში - 1 374.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 347 762 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 331 680 პირი გამოჯანმრთელდა, 4 876 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში სულ აცრილია 161 947 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 317.


