ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
04/06/2021 06:20:54 საზოგადოება
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს სავარაუდოდ, ამწემ გადაუარა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. საშუალო ასაკის მამაკაცი ქარხანაში 2009 წლიდან მუშაობდა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.


