Accentnews.ge
პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

03/06/2021 14:54:43 საზოგადოება

პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ, დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურის შენობაში შესვლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.

დემონსტრანტები პროკურატურის შენობაში შესვლას ან აღნიშნულ საქმეზე პასუხისმგებელი პროკურორის გამოსვლას ითხოვენ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას განაგრძობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის უწყების ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე.

დღეს საპატრიარქომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, გაასაჯაროვოს საქმეები, რომლებზეც სახალხო დამცველმა ისაუბრა.

„სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროვოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას.”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველყოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ უფლებას, რომ პანსიონატში შევიდეს. სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ არშეშვების ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S