"ტურისტის 11 საათზე სახლში წასვლა მირჩევნია დღეში 30 თანამოქალაქის დაღუპვას"
03/06/2021 10:04:07 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა აცრების ინტენსივობასა და 100 000 სულ მოსახლეზე COVID-19-ით ავადობის მაჩვენებელზეა დამოკიდებული.
კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით შემსუბუქების ღონისძიება, რამდენადაც, ის ტურისტებს უქმნის დისკომფორტს, იმნაძემ შემდეგი განაცხადა
“ქვეყანაში, პრაქტიკულად, არავითარი შეზღუდვა აღარ მოქმედებს. დარჩენილია მხოლოდ პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და "კომენდანტის საათი" საღამოს 11 საათიდან დილის 4 საათამდე. მესმის, მაგრამ რა ვქნა, მაინც ტურისტის 11 საათზე სახლში მისვლა მირჩევნია, დღეში 30 თანამოქალაქის დაღუპვას", – განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანია “პირველის" ეთერში.


