მაისში ინფლაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: რომელი პროდუქტი გაუძვირდა მომხმარებელს?
03/06/2021 09:50:38 ეკონომიკა
საქსტატმა მაისის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა და როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, გასული თვის განმავლობაში საქართველოში ბოლო წლებში რეკორდულად მაღალი - 7.7%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა. ფასების ზრდა შეეხო სამომხმარებლო საქონლის მნიშვნელოვან ნაწილს. უფრო დეტალურად, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირებული საქონლის რეიტინგი ასეთია:
- მზესუმზირის ზეთი - 85%
- ბენზინი - 43%
- დიზელის საწვავი - 40%
- ქორწინების ოქროს ბეჭედი - 39%
- მწვანე ლობიო - 36%
- სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - 31%
- შაქარი - 30%
- სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - 28%
- წიწიბურა - 28%
- ასანთი - 28%
- საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობა - 27%
- ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 27%
- ჭიქა - 26%
- ხინკალი რესტორანში - 24%
- მარგარინი - 24%
- კვერცხი - 23%
- თეფში - 22%
- მწვანილი - 21%.
იხილეთ ასევე: როდის აისახება ეკონომიკური ზრდის ისტორიული მაჩვენებელი მოქალაქეების ყოფაზე?


