Accentnews.ge
დვალიშვილი – ნურმაგომედოვზე: „ის არა ჩვენი მტერი, მეგობარია და ჩვენთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს"

დვალიშვილი – ნურმაგომედოვზე: „ის არა ჩვენი მტერი, მეგობარია და ჩვენთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს"

03/06/2021 08:09:58 საზოგადოება

ახლახანს აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის სპორტულმა დეპარტამენტმა დააანონსა, რომ სოხუმს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, წარმოშობით დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი ეწვეოდა და კრივის მასტერკლასებს ჩაატარებდა. მოგვიანებით კი დაიწერეა, რომ ხაბიბს ვიზიტი საქართველოსა და ამერიკისგან მოსალოდნელი სანქციების გამო ჩაეშალა.

ამასთან დაკავშირებით UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ დაღესტნელი მებრძოლის სოხუმში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება და რომ რეალურად, სპორტსმენი ამ ზაფხულს ვიზიტს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნაწილში გეგმავს და აპირებს, ქართველ სპორტსმენებთან ერთად რამდენიმე პროექტის განხორციელებაში მიიღოს მონაწილეობა.

„ის ღირსეული ჩემპიონი იყო. ახლა დაანება სპორტს თავი, მაგრამ ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს და მომავალშიც აპირებს, მათ შორის საქართველოშიც, რაც წაადგება როგორც ჩვენს ქვეყანაში MMA-ს განვითარებას, ისე - ჩვენი ქვეეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო არენაზე.

მას ყოველთვის პატივს ვცემდი, როგორც სპორტსმენს, ახლა კი წარმატებებს ვუსურვებ, როგორც პრომოუთერსა და კარგი პროექტების განმახორციელებელს. MMA-ს ქართველ გულშემატკივრებს ვურჩევ, რომ ამ ადამიანის მიმართ პოზიტიურად ვიყოთ განწყობილნი. ის არ არის ჩვენი მტერი, პირიქით, ჩვენი მეგობარია და ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს ჩვენთან ერთად", - ამბობს დვალიშვილი ვიდეომიმართვაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S